რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) დღეს საკრებულოს სხდომაზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, არასამთავრობო სექტორსა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახალი სატრანსპორტო სქემის პროექტი წარუდგინა.

სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითების, ველომოყვარულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილი გახდება.

პროექტი საერთაშორისო ბრენდის - „მოტ მაკდონალდსის" ექსპერტებმა შეიმუშავეს, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს „აზიის განვითარების ბანკის" გრანტის ფარგლებში უწევენ კონსულტაციას.

ველობილიკის ორმხრივი ზოლი „ჰოლიდეი ინნ"-თან დაიწყება, სააკაძის მოედანს გაივლის და მთელ შარტავას ქუჩას მოიცავს. ამდენად, პეკინის გამზირისა და კოსტავა-შარტავას ქუჩების ველობილიკები ერთმანეთს დაუკავშირდება და წრეს შექმნის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×