რეზონანსი
27.07.2018

დავით სარალიძის მკვლელობის ან დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მიხეილ კალანდია დააკავონ. არასრულწლოვნის მკვლელობიდან, თითქმის, 8 თვის შემდეგ მირზა სუბელიანის ახლო ნათესავის წინააღმდეგ მტკიცებულებები დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიპოვა.

არასრულწლოვან, ინიციალებით გ.მ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა 2 დღის წინ გამოკითხეს. დეპუტატები მიღებული ინფორმაციის შინაარსზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირის შვილმა მიხეილ კალანდია დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენებაში პირდაპირ დაადანაშაულა. ამის გარდა მან კომისიას უთხრა, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს ე.წ "შტირს" ურტყამდა.

მოწმისგან მიღებული ინფორმაციის შესახებ საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აცნობა და ახლა რეაგირებას მათგან ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×