რეზონანსი
27.07.2018

 ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს მოსამართლის გადაწყვეტილებით სასჯელის სხვადასხვა ზომა განესაზღვრათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რუსლან შავაძეს, რომელიც ამჟამად ძებნილია 13 წელი მიესაჯა,  ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის შოაიპ ბორზიევს -13 წელი, რუსლან ალდამოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, იარაღის უკანონოა ტარების, საზღვრის კვეთისთვის – 11 წელი; ანატოლი ბერძენიშვილს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის – 11 წელი, რამაზ მარგოშვილს ასევე ტერორიზმის ხელშეწყობისთვის – 12 წელი, იმავე ბრალდებისთვის ზურაბ იდოიძე – 10 წელი.

ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×