რეზონანსი
27.07.2018

 ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის დასაკავებლად ათენის გარეუბანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ბერძენმა სამართალდამცველებმა 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით საბერძნეთში მცხოვრები 31 წლის წარმოშობით ქართველი სპორტსმენი ტარიელ ზინდირიდისი, იგივე შმაგი სონიშვილი აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭრეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც ბრალად ასევე სახლების ძარცვა ედება.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის ხელსაწყოები ამოიღეს, რომლის დახმარებით ქართველები ბინებში აღწევდნენ. სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ძვირფასეულობა და სხვა ნაქურდალი ნივთები, რომლის ღირებულებაც 95 ათას ევროს აღწევს.

ბერძენი სამართალდამცველების მტკიცებით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ყოფილი სპორტსმენი 2017 წლიდან ჩაერთო.

ტარიელ ზინდირიდისი, რომელიც 12 ივლისს დააკავეს, საბერძნეთის მოქალაქეა და 2003-2007 წლებში ამ ქვეყნის სახელით არაერთ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

შმაგი სონიშვილი სოფელ მჭადიჯვრიდან არის. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სონიშვილი საბერძნეთში დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×