რეზონანსი
27.07.2018

 თბილისში ახალი თაღლითური ჯგუფი გამოავლინეს. სამკაციანი დაჯგუფება მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, საკუთარი ნივთების დალომბარდებას აიძულებს და თანხას ითვისებს. ერთ-ერთი ფაქტი ყაზბეგის გამზირზე გუშინ მოხდა.

სავარაუდო დამნაშავეებმა მოქალაქეს ძვირადღირებული ტელეფონი, იქვე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარებინეს. პოლიციამ სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღო.

დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×