რეზონანსი
27.07.2018

5 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად სპეცოპერაცია ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე ჩატარდა. სამართალდამცველებმა ე.წ. ვარდისფერი ამფეტამინით ვაჭრობის სქემა გახსნეს.

პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი, ქრისტინე შაკაი და მარიამ გაბელია, ჯავის ქუჩაზე ჩატარებული ოპერაციის დროს აიყვანა. თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად პოლიციამ სახლში მყოფი ყველა პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს ისინი, ვისაც დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა.

მარიამ გაბელიას ბებია ამტკიცებს, რომ მის შვილიშვილს აკრძალულ ნივთიერებასთან შეხება არ ჰქონია და ის ამ დანაშაულში მოტყუებით ჩაითრიეს. 

აკაკი ლომიძე პოლიციამ გუშინ აიყვანა. ლომიძის მამა „კურიერთან“ ყვება, რომ შვილს დასაქმება მეზობელმა შესთავაზა და აუხსნა, რომ მის მოვალეობაში სხვადასხვა პროდუქციის დისტრიბუცია შედიოდა. დაკავებულის მშობლები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი უდანაშაულოა და არ იცოდა, რის რეალიზაციას ახდენდა.

ყველა დამნაშავის კვალზე პოლიცია მას შემდეგ გავიდა, რაც სამართალდამცველებმა ფარული მოსმენისა და თვალთვალით დაადგინეს, როგორ ყიდიდნენ ახალგაზრდები ნარკოტიკებს თბილისისა და ბათუმის ქუჩებში. ჩხრეკის დროს ამოღებულია სხვადასხვა ადგილას გადამალული 330 ე.წ. ვარდისფერი ამფეტამინი.

ყველა დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×