შვებულებებისა და, შესაბამისად, საზღვაო სეზონი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა ამინდი შავი ზღვის პირას არცთუ სახარბიელოა – accuweather-ის ამინდის პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს 31 დღიდან მხოლოდ ორი დღე იქნება სრულად მზიანი – 24 და 25 აგვისტო, 10 დღე იწვიმებს, დანარჩენი დღეები კი ნახევრად მოღრუბლული იქნება.
ამავე პროგნოზით, გარდა მოღრუბლული ამინდისა და წვიმებისა, ბათუმში ტემპერატურაც დაბალი იქნება. უახლოეს დღეებში ბათუმში ჰაერის მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსია. ზღვისპირეთში 2 აგვისტოდან კიდევ უფრო აგრილდება და თითქმის მთელი აგვისტოს განმავლობაში პერიოდულად მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი 20-24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მყოფი ადამიანებისთვის შემდეგი ერთი კვირა მიმდინარე ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება, 2 აგვისტოდან კი ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.