რეზონანსი
28.07.2018

 ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე ხანგლივი მთვარის დაბნელება დაიწყო.  საქართველოში მთვარე დაბნელებას 00:20 საათზე დაიწყებს და 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, თუმცა მოვლენას თბილისში შეიძლება ხელი შეუშალოს დღეს გავრცელებულმა ძლიერმა მტვერიანმა ნისლმა.

მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა, ანუ ციური სხეულები გარკვეულ რიგში განლაგდებიან.

ეს ასტრონომიული მოვლენა - პირველიდან ბოლო ფაზამდე - სულ 3 საათს და 55 წუთს გაგრძელდება. სწორედ ეს დრო დასჭირდება მთვარეს დედამიწის ჩრდილის სრულად გადასალახად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×