სვანეთის მოსახლეობასთან სოზარ სუბარის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ კვირამდე მოსახლეობამ კარგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი მოთხოვნები და ხელისუფლების წარმომადგენელს აუხსნას, თუ რატომ არის მათთვის ხე-ტყის დამუშავება აუცილებელი. სუბარი ადგილობრივებს დაპირდა, რომ მომდევნო კვირაში მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნებზე იმსჯელებს და შეეცდება, იპოვოს გზა თუ როგორ მოაქციოს რეგიონში არსებული სამხერხაოები სამართლებრივ სივრცეში.
მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ საარსებო საშუალება უნდა დაუტოვოს
„იყოს არა 30 და 50 პატარა სახერხი ქარხანა, რომელიც სტანდარტებში არ ჯდება, არამედ იყოს 2-3-4 დიდი, მაგრამ თითოეულში მუშაობდეს 50 კაცი, 2-3 კაცის ნაცვლად. ამ გზით წავა საბოლოოდ განვითარება, ამას ვინც ვერ შეეგუება და მაინც იფიქრებს, რომ კანონის ავლით უნდა იმუშაოს, ის კანონის სიმკაცრით დაისჯება,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.