რეზონანსი
28.07.2018

 "გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა" გააცნო.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებაა.

„2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ავტოტრანსპორტის პერიოდული ინსპექტირების, რეფორმა, რომელიც 2009 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით," - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს".

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×