რეზონანსი
28.07.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ზაზა სარალიძე უწყებაში მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაეცნო. სარალიძე გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ ჭეშმარიტება საბოლოოდ დადგინდება და ამ საქმეში დამნაშავე პირები დაისჯებიან.

„მივიღე ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ არის წინსვლა გამოძიებაში. არა მარტო მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, არამედ ძალიან კარგი, წარმატებული წინსვლები აქვთ, რასაც გადავხედე და გავეცანი, იქიდან გამომდინარე, რომ შსს გამოფხიზლდა და მინდა მადლობა გადავუხადო, სწორად მიჰყავთ გამოძიება ამ ეტაპზე. ყველაფერზეა რაღაც ინფორმაციები მოგროვებული და ვნახოთ პროკურატურა რა ნაბიჯს გადადგამს. ფაქტია, რომ პროკურატურა ისევ და ისევ იცავს არა მარტო მიხეილ კალანდიას, არამედ ამ საქმეს, მაგრამ იმედია გონს მოეგებიან მოქმედი და ყოფილი პროკურორებიც და ჭეშმარიტებას ფარდას ახდიან."- განაცხადა ზაზა სარალიძემ ტვ პირველთან ინტერვიუში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×