რეზონანსი
28.07.2018

 საქართველოს გადასახადის გადამხდელებმა გალობის სასწავლებელი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც ვანო ჩხარტიშვილია 134 000 ლარით დააფინანსეს. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი 2018 წლის 11 ივლისს მოაწერა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს ხელმოწერილი კონკორდატია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, იურიდიული პირი "მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი" 2011 წელს დაფუძნდა. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაციის მმართველი უწყებაა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ვანო (ივანე) ჩხარტიშვილია.

2018 წლის 11 ივლისს, მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა კიდევ ერთ დადგენილებას, რომლის შედეგადაც საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 630 000 ლარი გამოიყო. 

საერთო ჯამში ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დაფინანსების მოცულობა 764 000 ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×