რეზონანსი
28.07.2018

 (რეზონანსი) ამერიკის პრეზიდენტ ბორჯ ბუშის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრამდე და ომის დაწყების შემდეგ მომხდარ მოვლენებს იხსენებს და დღევანდელი გადმოსახედიდან აფასებს. ექსკლუზური ინტერვიუ რადიო "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.

"მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. მედიის თანდასწრებით პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როდესაც მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა რუსეთი არ გააღიზიანო, მას თავსე ვერ გაართმევ და მე ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო"- განაცხადა სტივ ჰედლიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×