რეზონანსი
28.07.2018

 საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველი ATP ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოსაა. ქართველმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მისი ბრწყინვალე თამაშით მთელი საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა.

მან კარიერაში პირველად გააღწია 500-ქულიანი ტურნირის კატეგორიის 1/2-ფინალში. ნიკოლოზს უთმაშია 250-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალებიც კი, მაგრამ იქ სამწუხაროდ დამარცხებულა.

ჩვენთვის სასიახრულოა, რომ გუშინ ასპარეზობას გამოეთიშა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი დომენიკ ტიმი, რომელსაც დღევანდელმა ჩვენმა მეტოქე ნიკოლა იარიმ მოუგო.

ბასილაშვილმა ნახევარფინალში გასვლით 180 სარეიტინგო ქულა და  86 145 ევრო გაინაღდა და თუ იარისაც მოუგო, პირველად შევა რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის.

ჩვენებურს ისტორიული შანსი აქვს ქართული ჩოგბურთის ისტორია გადაწეროს და სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო პოპულარული გახადოს.

დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ის ცენტრალურ კორტზე მორიგი წარმატების მისაღწევად გამოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×