რეზონანსი
28.07.2018

 პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის გაიმარჯვებს და ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კანდიდატი. ამიტომ ოპოზიცია ცოტა უნდა დაფიქრდეს, არა მარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

"ყველა ცალ-ცალკე რატომღაც თვილის, რომ 2020 წლის არჩევნებში რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ დღეს თუ არ ჩაეყარა ოპოზიციურ ელექტორატს საფუძველი, ზოგადად, 2020 წელსაც პრობლემა გახდება გამარჯვება. ვერ ხვდებიან და რა ვქნა?! კი, ბატონო იყარონ სათითაოდ კენჭი. ეს ყველას შეუძლია, თუმცა შანსი არის ნულის ტოლი.

ზოგადად, ბრძოლა მიდის - ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. ერთმანეთში იბრძვიან, ვინ უფრო მოირგებს მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს“, - განაცხადა ძაბირაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×