(რეზონანსი) გურამ შარაძის ქალიშვილი , რუსუდან შარაძე სოციალრუ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ნებისმიერ კუნჭულში, გიორგი ბარათელი, დროდადრო, იხედება ჩემს გვერდზე.თუ არადა, ძმა მაინც ეტყვის:
გიო, არ შეგეშინდეს, რომ ისტერიულად გეძებდნენ ეს დღეები საქართველოში. პროკურატურა ამას ჩემი მოთხოვნით აკეთებს. თუ რატომ, რისთვის - თუ შემეხმიანები, დეტალურად გიამბობ და ვიცი, გაგიხარდება.
ყველაფერი არის და იქნება იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენია შენც და სხვასაც. თუ არ გამოჩნდები, მე მაინც გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული მაქვს. იყავი, სადაც ხარ, მშვიდად და კარგად. მე დავამტკიცებ, რომ შენ არ ხარ მამაჩემის მკვლელი"!