რეზონანსი
28.07.2018

 (რეზონანსი) საფრანგეთში, ქალაქ ბრიოლში კოღოები აკრძალეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მერს ქალაქში გავრცელებული კოღოების წინააღმდეგ ზომების მიღება სთხოვეს, რომელსაც მერი სპეციალური განკარგულებით გამოეხმაურა და ქალაქში კოღოები აკრძალა. მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა კოღოების დამჭერი ბადეები ქალაქის კოშკთან, ბაღებთან, სკოლებთან და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში განათავსონ.

„ამ კომიკური განკარგულებით მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ კოღოების წინააღმდეგ უძლური ვარ. ბევრს ეს განკარგულება სასაცილოდაც მოეჩვენა", - ამბობს მერი.

მისი თქმით, მართალია მისი განკარგულების შემდეგ კოღოების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ეს რა თქმა უნდა განკარგულებას არ უკავშირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×