თამარ შუკვანი
28.07.2018

 პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პატრიარქს სამი ადამიანი გადაგომას სთხოვდა და ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია, დაუჯერებლად მიიჩნევს.

მისი თქმით, უდიდესი ღვაწლისა და მთელ მსოფლიო მართმადიდებელ ეკლესიაში ავტორიტეტის მქონე პატრიარქს ვინმე გადადგომას სთხოვდეს, წარმოუდგენელია.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ვინმეს პატრიარქისთვის ეთხოვა, რომ გადადგეს, ჩემთვის ეს ყველაფერი დაუჯერებელია. არ გადამიმოწმებია, რადგან ჯერ ამის საშუალება არ მქონია,“ - აღნიშნა ზვიადაძემ.

მისივე თქმით, განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილს პატრიარქის მიმართ უდიდესი პატივისემა აქვს და აქედან გამომდინარე, ამ საქმეში მისი მონაწილეობის დაჯერება უჭირს. 

„ვანო ჩხარტიშვილს აქვს პატრიარქის მიმართ უდიდესი პატივისცემა და მოწიწება, ამიტომ ესეც ჩემთვის არის ყოვლად დაუჯერებელი, რომ პატრიარქისთვის გადადგომა ეთხოვა, ეს წარმოუდგენელი რამ არის. 

„ჩემთვის დაუჯერებელი ფაქტია ის, რომ ვინმეს ეს პატრიარქისთვის გაებედა. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ უწმინდესი საქართველოს პატრიარქია. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო ფიქრი და სურვილი ის არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს საქართველოს პატრიაქრი,“ - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×