რეზონანსი
28.07.2018

 ყოფილმა ეპისკოპოსმა უკრაინის პატრიარქზე თავდასხმა სცადა. შემთხვევა 25 მაისს მოხდა, თუმცა ინფორმაცია უკრაინის სინოდმა 27 ივლისს გაავრცელა.

ჩერნიგოვის და ნეჟინსკის ეპარქიის ყოფილი ეპისკოპოსი სევასტიანი (საერო სახელით მიხაილ ვოზნიაკი) პატრიარქ ფილარეტის რეზიდენციაში შვილთან ერთად იმ დროს მივიდა, როდესაც მიღების საათები დასრულებული იყო. შენობაში მათი შესვლის დროს დერეფანში გამოვიდა სახლმმართველი, მონაზონი ვარვარა, რომელსაც ყოფილმა ეპისკოპოსმა სახეში ცრემლსადენი გაზი შეასხა და დაუყოვნებლივ დატოვა დანაშაულის ადგილი.

დაკავებისას სევასტიანმა დანაშაული აღიარა და თავისი ქმედება პატრიარქთან შეხვედრის სურვილით ახსნა.

უკრაინის საპატრიარქოს სინოდმა სევასტიანის ქმედება განიხილა, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის წარმომადგენელზე თავდასხმა და მას სამღვდელო ხარისხი და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა უფლება ჩამოართვა. 

მეუფე სევასტიანი ეპარქიის მმართველობიდან 2008 წელს საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს. ის წავიდა ეპარქიიდან, დაქორწინდა, შვილები შეეძინა და ბოლო დროს მუდმივად კიევში ცხოვრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×