ავღანეთში დისლოცირებულ ქართული ბატალიონის ჯარისკაცებზე გამოძება დაიწყო, რისი მიზეზიც ქურდობაა. ,,კურიერის“ წყაროს ცნობით, ჯარისკაცებმა ბაზაზე მდებარე სავაჭრო ობიექტიდან ნივთები მოიპარეს, რომელის ღირებულებაც 3600 დოლარია. ჩხრეკის დროს ნივთები ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ტერიტორიიდან იყო გატანილი და ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამხედროები მსგავს დანაშაულში ამხილეს. ნატოს სამხედრო სარდლობამ მომხდარზე რეაგიერება მოახდინა და საქმეს აშშ-ის სამხედრო პოლიცია იძიებს.
ფაქტი 24 ივლისს მოხდა. აშშ-ის წარმომადგენლებს შეკითხვები 4 ქართველ სამხედროსთან აქვთ.
პოლკოვნიკმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილემ, ნიკოლოზ ჯანჯღავამ, კითხვას, ფლობს თუ არა ინფორმაციას ქართველი სამხედროების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, არ უპასუხა.
ფაქტს ადასტურებს პოლკოვნიკი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, კახა ტაბატაძე, რომლის განცხასდებითაც პირველადი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტებსა და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სადაც სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად, ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზეა საუბარი.
პოლკოვნიკის თქმით, თუ გამოიკვეთება ქართველი სამხედროების დანაშაული, მაშინ მათ საქართველოში დააბრუნებენ.