რეზონანსი
28.07.2018

 ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში ითამაშებს. მან ნახევარფინალში საათსა და 36 წუთში სამ სეტში მოუგო მსოფლიოს 69-ე ჩოგანს, ჩილელ ნიკოლას იარის – 7:5, 0:6, 6:1.

ბასილაშვილი კარიერაში მესამედ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში. მანამდე ის კიტცბუელისა (2016) და მემფისის (2017) ტურნირების გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, მაგრამ პროფესიულ ტურში ჯერ ტიტული არ აქვს მოგებული. ჰამბურგის ფინალში ბასილაშვილი მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება, რომელმაც სლოვაკ კოვალიკს სამ სეტში მოუგო – 6:7(6), 6:4, 7:6(7).

ბასილაშვილსა და მაიერს აქამდე პროფესიულ ტურში არ უთამაშიათ. ფინალში გასვლით ქართველმა სპოტსმენმა 300 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 1015 ქულით მისთვის სარეკორდო 45-ე ადგილზე გადაინაცვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×