რეზონანსი
28.07.2018

 ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილს ჰქონდა  შეცდომებიც, პრობლემებიც, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი.

„ჩემი წარმოდგენა გიორგი კვირიკაშვილზე, რაც იყო ის დარჩა. მე მადლობა გადავუხადე. გარკვეული შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან მიმართებაში შესაძლებელი იყო უფრო ადრე გადადგმულიყო ნაბიჯები და დაგვეჩქარებინა რეფორმები. ამაში მე თვითონაც მქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი. მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც შეიძლება ვთქვა – „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს. არ მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში““, – განაცხადა ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×