რეზონანსი
29.07.2018

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხის გადამამუშავებელ ჩინურ და ირანულ კომპანიებში შევიდა. დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე - ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების  ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა.

ამ ეტაპზე გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23  საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×