რეზონანსი
29.07.2018

 სპეციალისტების თქმით, საქართველოში გავრცელებულია ეშერიხია კოლის ნაწლავური ჩხირი. ეს მწვავე დაავადებაა, რომელიც გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სინდრომით მიმდინარეობს. დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ექიმები ხელების ხშირ დაბანას და ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვას გვირჩევენ.

ნაწლავური ინფექციის გავრცელების მასობრივი შემთხვევები დაფიქსირდა მესტიასა და დედოფლისწყაროში.

„დაავადებულ პაციენტებში გამოვავლინეთ ნაწლავური ჩხირი, რომელიც ატარებს stx2-ის ტიპის გენს და ტოქსიკურია. ამ ტიპის ნაწლავური ჩხირის რამდენიმე შემთხვევა სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა. ჯგუფური შემთხვევები არის მესტიაში და დედოფლისწყაროში“, — განაცხადა დაავზდებათა კონტროლის ცენტრის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დაავადება გავრცელებულია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ამ ეტაპზე ეპიდემიის გაჩენის საფრთხე არ არსებობს.

„იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დროულად დაიწყება, პრობლემები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია შეიძლება გართულდეს და თირკმელების უკმარისობა გამოიწვიოს“, — აღნიშნა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×