თამარ შუკვანი
29.07.2018

 მმართველი პარტიის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის ღიად მხარდაჭერა „ქართული ოცნებისათვის“ შესაძლოა მომგებიანი აღარ იყოს. ამის შესახებ „რეზონანსთან საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ თემაზე ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ ზურაბიშვილი უკვე არა ნეიტრალურ, არამედ მმართველი პარტიის ფარულ კანდიდატად ითვლება. შესაბამისად, საყვარელიძე ვარაუდობს, რომ „ოცნება“ ამჟამად სავარაუდოდ ახალი ნეიტრალური კანდიდატურის ძებნითაა დაკავებული და სწორედ ამიტომ აყოვნებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავისი საბოლოო პოზიციის გამოცხადებას.

„იმდენი საუბარი ატყდა იმაზე, რომ ზურაბიშვილი რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება და ის „ოცნების“ფარულ კანდიდატად ჩაითვლება, შეიძლება ეს პოზიცია ამდენი ხმაურის შემდეგ აღარც იყოს მისაღები და „ქართულმა ოცნებამ“ რომელიმე ახალი ფიგურის ძებნა დაიწყოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×