რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) ძარცვის მცდელობის დროს ისანში, ქეთევან წამებულის 65 ნომერში, ერთი ახალგაზრდა დაჭრეს.

იმედინიუსის ცნობით, კაცმა ქალს ჩანთა წაართვა და გაქცევის დროს მას იქვე მყოფი ახალგაზრდები დაედევნენ. წინააღმდეგობის გაწევისას, მძარცველმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ ბიჭს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეჭვმიტანილი კი დანაშაულის ადგილზე რჩება. მას სამართალდამცველები პოლიციის მანქანაში კითხავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×