(რეზონანსი) 19 ივლისს მინდია გორაძეს, იგივე ლავას-ოღლის, იმედა აბაშიძეს, ივანე გიგიაძეს, შოთა კეკელიძეს, მარად წითელაძეს, ბეჟან დეკანაძეს, ბადრი ქობულაძეს, რამაზ კომახიძეს, გიორგი შავლიძესა და ჯამბულ ნაკაშიძეს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების¬ მტკიცებით, დაკავებულები დაშინებით, მუქარით თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ. მაგალითად,¬ ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალის გამოყენებით¬ 20.000 ლარის, ე.წ. ქურდული სამყაროს საწევროს გადახდას აიძულებდნენ. გამოძიების მტკიცებით, "კანონიერი ქურდი" მინდია ლავას-ოღლი საზღვარგარეთიდან იყო ჩართული ამ საქმიანობაში. კერძოდ, 2018 წლის 17 ივნისს ბათუმში დაუკავშირდა მოქალ¬აქე რ.ც.-ს და ქურდული სამყაროსთვის თანხის ჩარიცხვის საკითხზე "გარჩევა" გაუმართა. მასაც 20.000-ს სთხოვდნენ. რ.ც.-მ ლავას-ოღლისა და გეგიაძის მოთხოვნა თანხის დროულად ჩაბარებაზე სხვა "კანონიერ ქურდს" გააუ¬ქმებინა. ამან გააბრაზა ლავას-ოღლი და ხელახლა გაურჩია მას საქმე. შს სამინისტრომ ფარული¬ ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ისმის, როგორ სთხოვს ლავას-ოღლი რ.ც.-ს თანხას. ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ მოქალაქეებს და აიძულებდნენ "ობშიაკისთვის" თანხის შეწირვას. საქმის მასალების მიხედვით, ლავას-ოღლის დავალებით ასევე ირჩეოდა ე.წ. განაბობის მინიჭების საკითხიც.
თენგიზ კახიძემ, იმედა აბაშიძისა და შოთა კეკელიძის ადვოკატმა „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
„ჩემი დაცვის პირები ბრალს არ აღიარებენ. უმძიმეს¬ მდგომარეობაშია იმედა აბაშიძე, ორი კვირის წინ მენჯ-ბარძაყის ოპერაცია გაუკეთეს, მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. კაცი საპირფარეშოში ვერ შედის და რა აუცილებელი იყო მისი დაკავება. წარვადგინეთ სამედიცინო ცნობები, მაგრამ მოსამართლემ ექსპერტის დასკვნა მოითხოვა, რომელიც ორ დღეში არ გაიცემა. ასეთი¬ მძიმე ავადმყოფის სასჯელაღსრულებაში ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. ყველა ხედავდა, პროცესზე რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ პროკურატურა ამბობს, მტკიცებულ¬ებებს გაანადგურებს და ზეწოლას მოახდენს მოწმეებზეო. მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობს, მხოლოდ პოლიც¬იელები არიან ე.წ. მოწმეები. პოლიციელ¬ებზე მოახდენს ზეწოლას? გამაოგნებელი იყო პროკურორის გამოსვლა. თქვა, ქურდული სამყაროს არსებობით სახელმწიფო ზარალდებაო. ასეთი იურიდიული ცნება არ არს¬ებობს. ბრალის დადგენილებაში წერია, "შავი სამყაროს" წარმომადგენელიაო, მაგ¬რამ რის საფუძველზე ამბობენ ამას, რა სამხილი აქვთ? მოსმენებშიც კი არ არის გამოკვეთილი სამხილი, რომ ვინმეს ზიანი მიადგა.
რაც შეეხება შოთა კეკელიძეს, ის პატიმრობაში იყო და ხელახლა პატიმრობის შეფარდება რა საჭირო იყო, ვერ გამიგია. სამთვიან პატიმრობაზე იყო საუბარი, მაგრამ ახლანდელით ბრალი დაუმძიმეს. არადა, არც მის ეპიზოდშია ვინმე დაზარალებული, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში.
საქმის მთავარი ფიგურანტი 37 წლის მინდია გორაძეა. სამართალდამცავებმა ბათუმში მისი ბინა გაჩხრიკეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ვერანაირი სამხილი ვერ იპოვეს. გორაძეს 2013 წლიდან "კანონიერ ქურდად" მოიხსენიებენ. ერთხანს უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც მას"ლავას-ოღლი ბატუმსკის სახელით იცნობენ. 2014 წელს გორაძე ოდესაში დააკავეს და სამი წლით აეკრძალა უკრაინაში შესვლა. როგორც ამბობენ, გორაძე ოდესაში მეთაურობდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ბინებს ძარცვავდა. 2016 წელს"გორაძე საქართველოში დააკავეს და 9 თვე პატიმრობაში გაატარა, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცდა. კანონით დადგენილი ცხრათვიანი ვადა იწურებოდა, როცა მას სასამართლოს შეურაცხყოფისთვის წაუყენეს ბრალი და ერთი წელი მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდგომ მას შსს-მ 3 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ძალოვანებმა თავად მიაცილეს აეროპორტში და ქვეყნიდან გაუშვეს. თუმცა საქართველოში მასზე აღძრული საქმე დიდი ხანია, 2016 წლიდან განიხილება. რატომღაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბრალის დამტკიცება, ახლა კი სასამართლო სხდომები დასასრულს მიუახლოვდა და დაუსწრებლად ასამართლებენ. ამ განაჩენის მოლოდინში იყო მინდია ლავას-ოღლი და ახლა ახალი ბრალი წაუყენეს, ფაქტობრივად, იგივე, უბრალოდ დაზარალებულების სახელებია სხვა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად იგი თურქეთშია.
კონკრეტულად არ დაუსაბუთებიათ, ლავას-ოღლი რისი ორგანიზატორია, რა ჩაიდინა. ერთი-ორი ჩანაწერია, სადაც ახალგაზრდები ამბობენ, რომ ლავას-ოღლი მათი ხელმძღვანელია, მაგრამ ფაქტი არსად არის. წარმოუდგენელია ასეთ საქმეზე განაჩენი დადგეს, ნონსენსი იქნება.
ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა განსაზღვრავს სამართალდამცავ სისტემას, მოსამართლეები კი ერიდებიან საზოგადოების ქარცეცხლს. თავში ქვა უხლიათ ბრალდებულებს, მივუსჯითო, ამ პრინციპით მოქმედებენ, თორემ ამ ბრალდებულების წინააღმდეგ არ არის მტკიცებულებები. აჩვენეს ჩანაწერი, სადაც ვიღაც ლაპარაკობს, ამბობენ, მინდია გორაძეაო, მაგრამ იდენტიფიცირებული არ არის, ვინ ლაპარაკობს და ადამიანს ბრალს უყენებენ.
დამთავრდა სასამართლო პროცესი და მას 12 წელი მიუსაჯეს, ამ ბრალდების საქმეშიც მას "კანონიერ ქურდობას" ედავებოდნენ. მოწმეები ამბობდნენ, როგორ აიძულებდა პოლიცია მინდიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. გორაძეს ძალიან უნდოდა დასწრებოდა პროცესს, მე შუამდგომლობაც დავაყენე, რომ სკაიპით ჩართულიყო პროცესში, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა.