რეზონანსი
29.07.2018

 ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვენ. აქცია სოფლის ცენტრში მიმდინარეობს. შეკრებილების განცხადებით, პოლიციის უფროსად მოკლული ბუტა ანთაძის ძმა ჯამბულ ანთაძე დანიშნეს. მათი განცხადებით, ეს საკადრო გადაწყვეტილება დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გახდება. შემდეგ გავითარებილ მოვლენებზე ისინი პასუხიმგებლობას შს სამინისტოს აკისრებენ.

აქციაზე ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულის ბესიკ ტაკიძის ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებიან. მკვლელობა 14 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. ანთაძე გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, მას ბრალდებულთან კონფლიქტი ჰქონდა. ამ კონფლიქტის მიზეზებს გამოძიება არკვევს. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მურად (ბუტა) ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×