ეკატერინე ბასილაია
30.07.2018

 მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება საბოლოოდ გადაწყვიტა და ღია წერილით ეს გადაწყვეტილება მისმა დელეგაციამ 27 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლის იუბილეს დღესასწაულზე ამცნო უკრაინას და უკრაინაში ზეიმზე შეკრებილ 10-მდე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელთა შორის საქართველოდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც იყო. 

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს მიერ უკრაინაში გაგზავნილ წერილში პირველადაა ღიად და მკაფიოდ გაცხადებული, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ თავის თავზე აიღო „ინიციატივა აღადგინოს მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინის ერთიანობა და საბოლოო მიზანი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა“. 

უკრაინის სასულიერო და პოლიტიკურ წრეებში უკვე სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს 2018 წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებენ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მთელ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილი საპატრიარქოში ჯერ არ განუხილავთ და მხოლოდ განხილვის შემდეგ შეეძლება კომენტარი გააკეთოს წერილის შინაარსზეც და საქართველოს ეკლესიის პოზიციაზეც.

ვრცლად ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ „რეზონანსის“ 30 ივლისის, ორშაბათის ნომერში („მთელი კვირა“)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×