რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ორი რუსული ჯგუფი მონაწილეობდა.

„სანდეი მირორის" ინფორმაციით, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ერთ-ერთი ჯგუფის წევრებმა ნერვულ-პარალიტიკური შხამი „ნოვიჩოკი" დიდ ბრიტანეთში, სკრიპალების მოწამვლამდე გაცილებით ადრე ჩაიტანეს.

გამოძიების ცნობით, დაქირავებულმა მკვლელებმა „ნოვიჩოკი" სწორედ სუნამოს ფლაკონით ჩაიტანეს. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ ნერვულ-პარალიტიკური შხამი შესაძლოა, კიდევ რჩებოდეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სკრიპალები სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვის ექვსმა ოფიცერმა მოწამლა, მათ შორის ერთი ქალი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×