რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი.

მათივე ცნობით, არსებობდა ცეცხლის სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება, რადგან ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საფრთხე მოხსნილია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×