რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) სამხედრო ანალიტიკური ვებ გვერდი gmas.ge სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს თანდართული ტექსტით:

„ამაზე პასუხისმგებლობას ვინმე იღებს?!? 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის დროს კოდორის ხეობიდან ქართული არმიის ნაწილები და შსს დანაყოფები უბრძოლველად გამოვიდნენ და ხეობაში დიდი რაოდენობითი შეიარაღება და საბრძოლო მასალები დატოვეს, არადა ზუსტად კოდორის ხეობისნაირი მთაგორიანი რელიეფი პირდაპირ მისწრება იყო თვდაცვითი და პარტიზანული ბრძოლების საწარმოებლად. ზემო ლათიდან ჩხალთაში ერთადერთი საავტომობილო გზა ადიოდა, რომლის აფეთქება და მწყობრიან გამოყვანა ძალიან მარტივი იყო, ტანკებისა და ჯავშანმანქანების მხარდაჭერის გარეშე აფხაზ სეპარატისტებს და რუს სამხედროებს ქვეითად ძალიან გაუჭირდებოდათ ხეობაში ქვემოდან ზემოთ შეტევის განხორცილება ხოლო რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავების და მი-24 ტიპის საბრძოლო შვეულფრენების საჰაერო დარტყემები ეფექტური არ იქნებოდა ტყით დაფარულ, მთაგორიან რელიფზე შეტევაზე გადმოსულ მოწინაღმდეგის ქვეით ნაწილებს ქართველი სამხედრობს შეეძლებოდათ 122 მმ კალიბრის დ-30 ტიპის ჰაუბიცებით და 160 მმ კალიბრის გრადლარის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით გამანადგურებელი საარტილერიო ცეცხლი დაეშინათ.

არადა, აფხაზმა სეპარატისტებმა კოდრის ხეობის აღება 1993 წლის შემდგომაზე ფართომაშტაბიანი შეტევების განხორცილების შედაგადაც ვერ შეძლეს და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ მხოლოდ სოფლების წებელდისა და ლათოის აღება მოახერხესს. შშს და თავდაცვის სამინისტროს ნაწილების გამოყვანის შემდეგ კოდრის ხობაში აღარავინ იყო, ვინც წინაარმდეგობას გაუწევდა აფხაზებს და რუს ოკუპანტებს. 2006 წელს ცნობილი კოდის მოვლენების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი "მონადირე" დაშალეს, არადა სწორედ ადგილობრივმა მებრძოლებმა შეძლეს 1993 წელს აფხაზებისა და რუსების შეჩერება და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პლაცდარმის-კოდორის ხეობის შენარჩუნება. 2001 წელს როდესაც რუსეთის სამშვიდობო ძალებმა კოდორის ხეობაში სოფელ აჟარაში საჰაერო დესანტი გადასხეს , რუსულ დესანტს ისევ ადგილობრივა მოსახლეობისგან დაკომპლექტებულმა ბატალიონმა მონადირეს ქვედანაყოფებმა მოაქციეს ალყაში და აიძულეს რუსები უკან გასულიყვნენ. 2008 წელს ადგილობრივი მოსახლეობისაგნ დაკომპლექტებული ბატალიონი მონადირე დაშილილი იყო ხოლო ამერიკული წვრთინისა და აღჭურვის პროგრამა გავლილი ბატალიონები ბრძოლის უნააროები აღმოჩნდნენ"...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×