რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) პარტიის შემდეგ, დავით ჭიჭინაძის ფრაქცია „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვა იგეგმება. პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ დღის წესრიგში დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გარიცხვის საკითხი დასვას.

საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში დავით ჭიჭინაძის საკითხი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში განიხილება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, უმრავლესობიდან დეპუტატის გასარიცხად უმრავლესობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო, ხოლო ფრაქციის შემთხვევაში კვორუმი 2/3-ია.

პარტიის სამდივნომ დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან" 18 ივლისს გარიცხა და მიზეზად პარტიული დისციპლინის დარღვევა დაასახელა. თავის მხრივ, დეპუტატმა აღნიშნა, რომ სამდივნოს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე გაასაჩივრებს, თუმცა მას ამ მოთხოვნით პარტიისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. „ქართული ოცნების" იურიდიულ სამსახურში განმარტავენ, რომ დავით ჭიჭინაძეს საჩივრის წარდგენის ვადა 1-ელ აგვისტოს ეწურება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×