რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად კაკაბაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა და 5-სულიანი ოჯახი ღის ცის ქვეშ დარჩა.

ცეცხლი გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლსაც მოედო, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ხშირად ჩნდება და მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად გაუმართავი ელექტროსადენებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×