(რეზონანსი) 30 ივლისიდან 1 გვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, დაბლობ რაიონებში 31-36 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში 32-37 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 30-31 ივლისს, ბარში 34-39 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი - 32-37 გრადუსი იქნება.
სინპოტიკოსების ცნობით, 2-4 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის შემცირება და ხანმოკლე წვიმა- ელჭექით.
„საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემცირება 2-3 აგვისტოს იქნება შესამჩნევი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 28-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 30-35 გრადუსი" , - აღნიშნა დოდო გვაზავამ.
მისივე ინფორმაციით, 2-4 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი. დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 აგვისტომდე დედაქალაქში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
„29-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იქნება. 2-3 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია 34 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით", - განაცხადა დოდო გვაზავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.