რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 29 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ. ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს.

ამ დროისთვის დ.ბ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×