რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) ტურისტული გემის მგზავრებზე თავდასხმის გამო პოლარულ დათვს ესროლეს. ინციდენტი ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე მოხდა.

მედიის ინფორმაციით, გემის დაცვის ერთ-ერთ წევრს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. მედიკოსების მტკიცებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ირკვევა, დაცვის თანამშრომელმა ტურისტების უსაფრთხოება დაიცვა. მოგზაურები სვალბარდის კუნძულზე იყვნენ გადასულები.

გერმანული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაცვის სამსახურის მეორე წევრმა ცხოველს თავდაცვის მიზნით ესროლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×