რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) ერაყის ავიახაზებმა მუშაობის უფლება შეუჩერა პილოტსა და მის თანაშემწეს იმის გამო, რომ მათ პილოტის კაბინაში ერთმანეთი სცემეს.

თვითმფრინავი 11 277 მეტრის სიმაღლეზე იყო და 157 მგზავრი გადაჰყავდა, რა დროსაც პილოტებმა ჩხუბი დაიწყეს. შემთხვევის გამო მგზავრები არ დაშავებულან.

როგორც თანაშემწე ამბობს, მთავარმა პილოტმა გამცილებელს მისთვის საჭმლის მიტანა აუკრძალა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თანაშემწეს მისი თანხმობის გარეშე ჭამის უფლება არ ჰქონდა.

თვითმფრინავი მეშჰედიდან ბაღდადში მიფრინავდა. ის უსაფრთხოდ დაჯდა მიწაზე, თუმცა პილოტებმა ერთმანეთის ცემა თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგაც გააგრძელეს.

ერაყის ტრანსპორტის სამინისტრომ, მგზავრებისთვის საფრთხის შექმნის გამო, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×