რეზონანსი
30.07.2018

 დღევანდელი დღე ქართული სპორტისთვის ისტორიული და გამარჯვებების მომტანი აღმოჩნდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ქალაქ ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში, არგენტინელო ლეონარდო მაიერი დაამარცხა და კარიერის განმავლობაში პირველად, ATP რანგის ტურნირი მოიგო. 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიოს საუკეთესო 35 ჩოგბურთელს შორის დაიკავა ადგილი.

დღესვე, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოს გრან პრი ტრიუმფით დაასრულეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-90კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ), რომლებმაც გამოსვლა ოქროს მედლებითა და ჩემპიონის ტიტულებით დაასრულეს. ზაგრების გრან პრიზე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი კი ლაშა ტაველურმა (-100კგ) დაისაკუთრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×