რეზონანსი
30.07.2018

 ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ლაგოდეხში, სოფელ შრომაში დაახლოებით ერთი თვეა დაუდგენელი ჯიშის სამი მეტრის სიგრძის ქვეწარმავალი შინაურ ცხოველს და ფრინველს ანადგურებს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქვეწარმავალი ხშირად სოფლის ფერმის ტერიტორიაზე ჩნდება, იგი დაახლოებით 3 მეტრის სიგრძისაა და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. შეშინებულ მოსახლეობას ღამე იარაღით სძინავთ, რადგან იყო შემთხვევა, როდესაც გველმა საკბენად ადამიანზეც გაიწია.

ფერმის მეპატრონემ დასახმარებლად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე დასახმარებლად არავინ მოსულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×