ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატობას რუსეთში მოღვაწე ქირურგ, ლეო ბოკერიას სთავაზობდა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მიის ინფორმაციით, ბოკერია, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მას საქართველოში, ფაქტობრივად, წლებია არ უცხოვრია, ივანიშვილი ჰპირდებოდა რომ ის ,,ყველაფერს მოუგვარებდა".
,,85 წლის ქირურგს სთავზობდა პრეზიდენტობას და მისი რეაქციაც ვიცი, ჩვენს საერთო მეგობართან გამოხატული, რომ მე მგონი მანდ არ გაქვთ ყველაფერი წესრიგში და ივანიშვილს მგონი ფისიკასთან დაკავშირებით პრობლემები აქვსო. ლეო ბოკერიასაც კი გაეცინა ამ შეთავაზებაზე", - განაცხადა გვარამიამ.