რეზონანსი
30.07.2018

 (რეზონანსი) მარტში, აშშ-ის სასტუმროში, სიგარეტის მოწევისთვის, საქართველოს პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს.

„პრაიმტაიმი" ყოფილ დეპუტატზე, კობა დავითაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, იმავე სასტუმროს ნომერში, მეორე და მესამე დღესაც მოწია სიგარეტი და ისევ დააჯარიმეს. ჯარიმა კი ბიუჯეტმა დაფარა.

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, უცხოელმა დიპლომატებმა რამდენჯერმე, დიპლომატიური არხებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მარგველაშვილზე საგანგებო დოკუმენტები გადაუგზავნეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უცნაური თუ სკანდალური ქცევის შემცველია, თუმცა, უწყება, ამ დოკუმენტებზე კომენტარს არ აკეთებს.

მსუბუქ თუ მძიმე ნარკოტიკებთან კონტექსტში პრეზიდენტები თითქმის არ მოიხსენიებიან, ქალებსა თუ სასმელზე მეტად ისინი სწორედ ნარკოტიკებს გაურბიან. თუმცა, „პრაიმტაიმის" წყაროს ინფორმაციით, მარგველაშვილი არა მხოლოდ სასტუმროში, თვითმფრინავის სალონშიც ეწევა, სადაც მოწევა ასევე კატეგორიულად აკრძალულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×