რეზონანსი
30.07.2018

 (რეზონანსი) მომღრალი ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში „ვივამედი" მიიყვანეს.

„უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა ორგანიზმი. საბედნიეროდ დროულად მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია ინფარქტს გადავრჩით. 3 თვის წინ იწვა იგივე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა"- აღნიშნა მაგდა ჯოხაძემ „პრაიმტაიმთან" საუბარში.

მისი თქმით, მომღრალი შუძლოდ სახლში გახდა.

„რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას"- განაცხადა მაგდამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×