ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამბობს, რომ იგი იმედგაცრუებლია და არცერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ენდობა.
`ლამისაა გული გამისკდეს, ყოველდღე ტელევიზიით, რომ ვუყურებ სიღატაკისგან გაუბედურებელ ხალხს, იმ ბავშვებს, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი წელი ხორცი არ მიჭამიაო. როგორ გინდა ამას გაუძლო, ამდენ გაჭირვებულ ადამიანს, თანაც იმას, რომ ისმენ, ვიღაც ქუმისიშვილებს და მისთანებს, ვიღაც სამეულს ამდენი ფული შეუჭამია, მერე ვისი ფული?
"იმ ბავშვებს წელიწადია ხორცი რომ თვალით არ უნახავთ, მისი მშობლები ერთ ნაჭერ პურს რომ იშვონიან და მათ უყოფენ...
"მე არავინ მინდა რომ ციხეში წავიდეს, მაგრამ ეს ადამიანები არა თუ უნდა დაისაჯონ, ის მოპარული ფული უკან უნდა დააბრუნონ, მათი სურათები კი სახალხოდ ბოძზე უნდა გააკრან, ხალხმა რომ შეაფურთხოს.
"მე არავისი და არაფრის მეშინია, სიხარულიძის გვარიდან ვერავინ მომხსნის, სხვა მე არაფერი გამაჩნია, ჩემი პატიოსნების მეტი, მაგრამ არცერთ პარტიას აღარ ვენდობი.
"მიშა სააკაშვილი, ჭკვიანი და გონიერი კი იყო, მაგრამ ყველა კანონი საკუთარ თავზე მოირგო. ისეთი ხალხი შემოიკრიბა ყველაფერი რომ იკადრეს. მერე `ოცნება~ მოვიდა, მე მისთვის ხმა არ მიმიცია, მითხარით სად არის `ახდენილი ოცნება~ ...
"არცერთ არჩევნებში მონაწილოებას არ მივიღებ, არც ამ საპრეზიდენტოა თუ რაღაა ქვია, ვინც დაასახელეს მითხრათი ვინ არიან, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ან მარგველაშვილი და სხვები. მარგველაშვილს რა გაუკეთებია? ბიძინა ივანიშვილმა რომ იყაროს პრეზიდენტობაზე კენჭი კიდევ შეიძლება, პასუხისმგებლობას მიანც აიღებს ქვეყანაზე.
"ერთი პატარა იმედი მაქვს დარჩენილი, ამ ბახტაძეს ვიცნობ, გონიერი კაცია და ეკონომიკაც იცის, მაგრამ არის თუ არა პატიოსანი, თავს ვერ დავდებ, იქნებ მაგან მაინც უშველოს ქვეყანას, რაღაც გამოსწორდეს, რომ ვიღაც ნაძირალებმა აღარ გააღატაკონ ისედაც გაღატაკებული ქვეყანა. ახალი სისხლია საჭირო, ქვეყანა ქვეყანას რომ დაამსგავოს, ასეთი ქართველი რაინდი, კოსტავა, შარტავა და სხვები რომ იყვნენ~, - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.