(რეზონანსი)"ტაბულა"-ს გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს, სადაც წინ ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებზე, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ითხოვს.
"ჟურნალისტებთან თხოვნა მექნება, ამ მამაკაცს (გრიგოლ ვაშაძეს) ჩამოათვლევინოთ კონკრეტულად რა "დაუვიწყარ უბედურებებს" გულისხმობს:
"მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან "ევროპულ საქართველო"-ს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები."
1) ომი?
2) 7 ნოემბერი?
3) პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა?
4) კერძო საკუთრების ხელყოფა?
5) ტვ იმედის დარბევა?
6) რუსული პასპორტი შეგანახინეს მანამდე, სანამ რუსებმა თავად არ წაგართვეს?
კონკრეტულად ვის ადანაშაულებს, ეგეც თქვას.
მიშა სააკაშვილის როლი როგორია ამ მოვლენებში - ეგეც დააზუსტოს.
ცხადია, ჩვენც არ დავაკლებთ მცდელობას რომ პასუხები მივიღოთ.
- მოგვიყევით უფრო კონკრეტულად", - წერს ჩერგოლეიშვილი.