ლართან დაკავშირებით საშემოდგომო მოლოდინი ბუნდოვანია. საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ტენდენციები პროგნოზის გაკეთების საშუალებას თითქმის არ იძლევა, ხოლო სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ლარის კურსზე მოლოდინის შექმნა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, რათა უფრო მეტად შეეწყოსხელი ბიზნეს გარემოს განვითარებას. ფინანსისტები კი, ლარის კურსის პერსპექტივაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შემოდგომაზე კურსი 2.50-იან ნიშნულს გადასცდება.
ეროვნულ ბანკში პირდაპირ ამბობენ, რომ ლარითან დაკავშირებით ვერანაირ მოლოდინს ვერ შექმნიან. გვენეტაძის უწყებაში ამბობენ, რომ თუ რა კურსი იქნება შემოდგომაზე ამაზე ახლა საუბარი შეუძლებელია და ინფორმაცია სებ-ს არ გააჩნია.
შედარებით კონკრეტულ პროგნოზს აკეთებენ სპეციალისტები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, კომპანია "ფინექსი 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა დიდი ხანია მოიხსნა პასუხისმგებლობა ლარის კურზე. ასეთი გაურკვეველი სიტუაციის გამო, ხელი ეშლება ბიზნეს გარემოს განვითარებას. შენგელიას პროგნოზით, შემოდგომის მიწურულამდე ლარი 2.53-იან ნიშნულს მიაღწევს.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ 31 ივლისის "ბიზნეს-რეზონანსში"