რეზონანსი
30.07.2018

უკვე ორ თვეზე მეტია, გიორგი გიორგაძე, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, კომაში იყო და ექიმებიც და მშობლებიც სასწაულს ელოდნენ. სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა და 15 წლის გიორგი წუხელ გარდაიცვალა.

15 წლის გიორგის საბედისწერო შემთხვევა 1-ელ მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი კი მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას. დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა..

დღეს გიორგი გორგაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რამაც უამრავი ადამიანი შეძრა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×