მოქალაქე მარო ბენდელიანი პროკურორ მილენა მითაიშვილს მისი საცხოვრებელი ბინის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს. გუშინ ვითარებას ადგილზე პოლიციაც არკვევდა. ბენდელიანი ამტკიცებს, რომ სახლი მან საკუთარი დისშვილის სახელზე შეიძინა და ეს საჯარო რეესტრშიც დაფიქსირებულია. მისივე თქმით, მითაიშვილი ბინაში თვეების განმავლობაში მდგმურად იმყოფებოდა.
„ეს არაფერს არ იხდის, პირიქით, ამ ჩვენს ბინაზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომ გათეთრებული ფულით არის ნაყიდიო, მე რა ახლა მითაიშვილს უნდა ვაჩუქო ჩემი ამდენი წლის ნამუშევარი? “ - ამბობს ბინის მესაკუთრე მარო ბენდელიანი.
საწინააღმდეგოს აცხადებს პროკურორი. მისი თქმით, ბინა მისი ყოფილი ქმრის საკუთრება იყო და ის მას ნაქირავები არასდროს ჰქონია.
„არასდროს არავის არ უქირავებია. ეს ხდება იმის შემდეგ რაც მე რივერა ბენდელიანის წინააღმდეგ მივეცი ჩვენება. ჩემი მეუღლის არის ეს ბინა“, - ამბობს "ნიუპოსტთან" პროკურორი მილენა მითაიშვილი.