მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეებისთვის საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი ეხმიანება:
"ეს ადრეც მითქვამს და კიდე ვიმეორებ: მარიხუანას მოყვარულებს სერიოზული ბარიერი უნდა შეექმნას მუშაობის დაწყებისას-საჯარო სამსახურში, ძალოვან სტრუქტურაში, სამედიცინო თუ აღმზრდელობით-საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის, მართვის მოწმობის აღებისას, იარაღის შეძენისას და ა.შ.
პარალელურად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს არასრულწლოვანისთვის მარიხუანას მოწევის ხელშეწყობა, რადგან კვლევებითაა დაზუსტებული, რომ ადრეულ ასაკში მარიხუანას მოხმარება 7-8ჯერ ზრდის გონებრივი განვითარების შეფერხების თუ ფსიქოზური მოვლენების რისკს.
ასე რომ მეგობრებო, ვიდრე "დობრი ტარიანს" შევაკეთებთ – სჯობს კარგად დავფიქრდეთ", – წერს ჩრდილელი.