(რეზონანსი) „სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კონტაქტები დაამყაროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან" - აცხადებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი სირიის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საუბარია თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროებში.
„სირია სამხრეთ ოსეთს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობს ცხინვალის ინტერესების წინ წაწევას რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომელთანაც სირიას მეგობრული ურთიერთობები აქვს.
სირიის გარდა, ჩვენს დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც აღიარებენ. სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო",- განაცხადა ბიბილოვმა.